ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
1759760274
საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს ყველა უკანონოდ დაკავებული, – ამის შესახებ აღნიშნულია ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
„არჩევნები, რომელშიც ოპოზიციის ლიდერები დააკავეს, დამოუკიდებელი მედია და სამოქალაქო საზოგადოება დევნილი იყო და ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტების ოფისის (ODIHR) მიერ არ იყო უზრუნველყოფილი არცერთი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისია, არ შეიძლება, ჩაითვალოს თავისუფლად და არც დემოკრატიულად. საქართველოს ხელისუფლებამ უნდა გაათავისუფლოს ყველა უკანონოდ დაკავებული. ჩვენ მოვუწოდებთ სიმშვიდისა და თავშეკავებისკენ და მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, განაგრძოს ინკლუზიური დიალოგი საქართველოს მოქალაქეებთან“, – აღნიშნულია განცხადებაში.