უკრაინა იქნება ევროკავშირში, ორბანთან ერთად ან მის გარეშე - ვოლოდიმირ ზელენსკი
1759768381
„ჯენზის“ მინდა მივმართო - თქვენ როგორ შეგეძლოთ აჰყოლოდით აი, ამ თაღლითების, შულერებისა და პოლიტიკურად გაკოტრებული ადამიანების რაღაც გეგმებს?! , - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ პარტია „ხალხის ძალის“ წევრმა, დავით ქართველიშვილმა.
მან ისაუბრა, რა იყო ის ფაქტორები, რამაც 4 ოქტომბრის დაანონსებული რევოლუცია ჩააგდო. მისივე თქმით, ბოლო პერიოდში საზოგადოება თვალს ადევნებდა, თუ როგორი მარგინალიზაციისკენ მიემართებოდა 4 ოქტომბრის მოვლენები. მან ყურადღება გაამახვილა პაატა ბურჭულაძის როლზეც ამ პროცესებში.
„თქვენ წარმოიდგინეთ ფსონია გაკეთებული „ჯენზის“ თაობაზე, რომლებსაც ლიდერად მოუვლინეს საბჭოთა მომღერალი, პუტინის ერთ-ერთი საყვარელი მომღერალი, რომელიც „ჯენზის“ უხსნის და ამაყობს რაღაც საკუთარი ახლო კავშირებით ისეთ სფეროებთან, რასაც ჰქვია კრიმინალური ავტორიტეტები და ამაყობს, რომ ის არის მათი შვილების ნათლია, თუ ოჯახის წევრი და ასე შემდეგ.
როგორ შეიძლება, ამ ყველაფრის ნიადაგზე შენ გქონდეს „ჯენზის“ ლიდერობაზე პრეტენზია, ან იმ „ჯენზის“ მინდა მივმართო - თქვენ როგორ შეგეძლოთ აჰყოლოდით აი, ამ თაღლითების, შულერებისა და პოლიტიკურად გაკოტრებული ადამიანების რაღაც გეგმებს?! მით უმეტეს, რომ ამ გეგმებში ჩვენ ვერ დავინახეთ ვერც ერთი მწყობრად აგებული სქემა, რომელიც წარმატებამდე მიიყვანდა მათ თუნდაც, ამ რადიკალურ, ტერორისტულ და დესტრუქციულ ქმედებებს. მაგრამ, თავიდანვე იყო ჩადებული გეგმაში ის, ვის უნდა დაჰბრალებოდა წარუმატებლობის შემთხვევაში ის, რაც ვერ განხორციელდა.
ეს დაბრალება წავიდა იმ ამომრჩეველზე და ისევ იმ „ჯენზის“ წარმომადგენლებზე, რომლებმაც ვერ შექმნეს ვთქვათ, მილიონიანი მონაწილეობა ამ გადატრიალების გეგმებში; წავიდა მათივე აგრესია იმ პოლიტიკური ლიდერების მიმართ, რომლებმაც არჩიეს თავის ამომრჩევლებთან, ახალგაზრდებთან ყოფნას, კომფორტულ პენიტენციურ სისტემისთვის დროებით შეეფარებინათ თავი, სადაც შევიდნენ ნებაყოფლობით და ეს არის მთავარი „განტევების ვაცი“ მთელი ამ ტრაგიკომედიის, პაატა ბურჭულაძის სახით“, - განაცხადა ქართველიშვილმა.