ფსალმუნები, რომელიც იკითხება ჯადოს საწინააღმდეგოდ და მძიმე ცოდვათაგან დასაცავად

fsalmuni

არ არსებობს ცხოვრებისეული შემთხვევა, რომელსაც ფსალმუნი არ "შველოდეს". მწუხარებასა და სასოწარკვეთილებაში მყოფ ადამიანს ამხნევებს და იმედის სხივს ჰფენს, მედიდურსა და გაამპარტავნებულს აფრთხილებს და საკუთარ უსუსურობაზე მიუთითებს, ურწმუნოს ღვთის რწმენას უღვივებს, ბედნიერ ადამიანს ღვთის მადლიერების გრძნობას უღვიძებს, ცოდვილს – სინანულს. ფსალმუნი ის წამალია, რომელიც ადამიანის ყოველგვარ სულიერ ავადმყოფობას კურნავს...

ფსალმუნის უმთავრესი საგალობელია ღმერთი – დაუსაბამო, უკვდავი, ყოვლისშემძლე, ყველაფრის გამგებელი, ყოვლისშემქმნელი, გულმართალი, მართლმსაჯული, სახიერი (კეთილი), მრავალმოწყალე, ბრძენი, საშინელი, კაცთმოყვარე.

სულ 150 ფსალმუნია, რომელიც 20 კანონის სახით გვაქვს. წმინდა მამათა რჩევა-დარიგების მიხედვით, ეს ფსალმუნები, სხვადასხვა საჭიროებისათვის შეგვიძლია წავიკითხოთ.

სულიერი მღელვარების ჟამს შეგვიძლია წავიკითხოთ 30-ე ფსალმუნი;

მწუხარებისა და შეჭირვების ჟამს - ფსალმუნები - 3, 12, 21, 68,76, 82 და 142-ე;

სულიერი სნეულების ჟამს - ფს. 36, 39, 53 და 69;

დაცული რომ იყო მძიმე ცოდვათაგან - ფს.18;

სახლიდან გასვლის წინ - ფს.31;

ჯადოს და ჯადოქრობის საწინააღმდეგოდ - ფს.49, 53, 58, 139, 63;

შენს წინააღმდეგ ბრალდებათა და ცილისწამებათა ჟამს - ფს. 4, 7, 36, 51;

მიცვალებულთათვის - ფს. 50, 118;

სამადლობელი მტერზე გამარჯვებისას - ფს.17;

მოწყინებისა და უნებლიე მწუხარებისას - ფს. 90, 26,101;