პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ლატვია ხელს შეუწყობს საქართველოს ყველა მიმართულებით, რაც ევროინტეგრაციაში დაეხმარება, - ამის შესახებ ლატვიის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ედიტ მედნიმ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ, ოთარ შამუგიასთან შეხვედრის დროს განაცხადა.
ლატვიის რესპუბლიკის ელჩმა საქართველოში, ედიტ მედნიმ, ლატვიის მხარის სახელით, საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში მხარდაჭერის და გამოცდილების გაზიარების მიმართულებით მზაობა დაადასტურა.
„ჩვენ ქვეყნებს შორის წარმატებული თანამშრომლობა არსებობს როგორც აგრარული, ასევე გარემოს დაცვის მიმართულებით. თუმცა, შეგვიძლია უფრო გავაღრმაოთ ურთიერთობები, გავაკეთოთ კიდევ უფრო მეტი და კიდევ უფრო უკეთესად. ლატვიის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში საკმაოდ მაღალ დონეზე ისწავლება აგრარული მიმართულებები და მოხარული ვიქნებით, თუ ქართველი სტუდენტები განათლებას ჩვენთან მიიღებენ.
მზად ვართ, გაგიზიაროთ წარმატებული გამოცდილება ნარჩენებისა და ტყის რესურსების მართვის, სურსათის უვნებლობის და თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის მიმართულებით.
იმედი მაქვს, ჩვენ ქვეყნებს შორის ურთიერთობები კიდევ უფრო გააქტიურდება და ევროინტეგრაციის მიმართულებით საქართველო მიზანს მიაღწევს“, - აღნიშნა ედიტ მედნიმ.