პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
დონალდ ტრამპის ადმინისტრაციაში, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის ყოფილმა მრჩეველმა ჯონ ბოლტონმა აშშ-ის ექსპრეზიდენტისთვის ბრალის წარდგენა ლავრენტი ბერიას მიდგომას შეადარა.
„პირველი, ვინც გამახსენდა, იყო ლავრენტი ბერია, საბჭოთა „კაგებეს“ ყოფილი ხელმძღვანელი, რომელმაც უთხრა სტალინს - „შენ კაცი მაჩვენე, მე გაჩვენებ დანაშაულს“.
მე, როგორც ადამიანმა, რომელსაც არ სურს, რომ ტრამპი რესპუბლიკელების კანდიდატი იყოს, უნდა ვთქვა, რომ ეს ჯდება ტრამპის ნარატივში. ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე დიდ კითხვაზე - ვინ იყო ტრამპის ყველაზე დიდი პოლიტიკური მხარდამჭერი? - პასუხი შეიძლება იყოს ალვინ ბრაგი[ტრამპის საქმის პროკურორი]“, - განაცხადა ბოლტონმა.
ცნობისთვის, დონალდ ტრამპი ამერიკის ისტორიაში პირველი პრეზიდენტია, ვინც საბრალდებო სკამზე დასვეს. აშშ-ის ყოფილ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს 4 აპრილს 34 მუხლით წაუყენეს ბრალი. დონალდ ტრამპი 34 ბრალდებაში თავს უდანაშაულოდ ცნობს.
“I’m extraordinarily distressed by this document," former Trump official John Bolton weighs in on former President Trump's indictment with CNN's @jaketapper. Watch: pic.twitter.com/LtYEWZJy88
— CNN (@CNN) April 4, 2023