პენსიონერებისთვის 2026 წლიდან ახალი ცვლილებები შედის ძალაში
1765312908
2026 წელს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაფინანსება 808 მილიონ ლარს შეადგენს.
პროექტის წინა ვერსიასთან შედარებით, სამინისტროს ასიგნებებში წარმოდგენილია შემდეგი ცვლილებები:
• სურსათის უვნებლობა და მცენარეთა დაცვის პროგრამის დაფინანსება გაზრდილია 31 მილიონი ლარით და 108 მილიონ ლარს აღემატება;
• მევენახეობა-მეღვინეობის განვითარების პროგრამა მომდევნო წელს რთველის დაფინანსების მიზნით, იზრდება 20 მილიონი ლარით და 103 მილიონ ლარს აჭარბებს;
• სამეცნიერო კვლევების ხელშეწყობის ნაწილში დამატებით გამოიყოფა 1.5 მილიონი ლარი;
• გარემოსდაცვითი ზედამხედველობის მიმართულებაზე დამატებით გამოიყოფა 6 მილიონი ლარი და შეადგენს 40 მილიონ ლარს;
• დაცული ტერიტორიების მართვის ნაწილში, ბიუჯეტი იზრდება 3 მილიონ 700 ათასი ლარით;
• გარემოს დაცვის სფეროში პროგნოზირების, შეფასების, პრევენციისა და მონიტორინგის ბიუჯეტი გაზრდილია 3 მილიონ 500 ათასი ლარით;
• ლაბორატორიული კვლევებისათვის საჭირო მასალების შესაძენად, დამატებით 4 მილიონი ლარი გამოეყოფა სოფლის მეურნეობის ლაბორატორიას;
• სამელიორაციო სისტემების მოდერნიზაციისთვის გამოყოფილი თანხა, პროექტის საბოლოო ვარიანტში შეადგენს 54 მილიონ ლარს.
ინფორმაციას ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.