13 ადგილი სახლში, რომელსაც ქურდები პირველ რიგში ამოწმებენ
1771878200
ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ, რა ღონისძიებების გატარება შეუძლია მთავრობას, რათა გვერდში დაუდგეს პოტენციური ჰიდროელექტროსადგურების განვითარებას. მადლიერი ვართ ეკონომიკის მინისტრისა და მისი სამინისტროსი დროული და ეფექტური ჩართულობისთვის, - განაცხადა კომპანია „ფერის“ დამფუძნებელმა და გენერალურმა დირექტორმა ლაშა იორდანიშვილმა, რომელმაც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.
როგორც ლაშა იორდანიშვილმა აღნიშნა, შეხვედრაზე განხილულ იქნა დარგისთვის უმნიშვნელოვანესი ასპექტები, მათ შორის, გამოწვევები ჰიდროელექტროსადგურების განვითარების გზაზე. „შეხვედრაზე განვიხილეთ ყველა სენსიტიური დეტალი, გავცვალეთ მოსაზრებები და ვისაუბრეთ ჰესების განვითარების ტემპის დაჩქარებაზე, რათა ჩვენს ქვეყანას ახლო მომავალში გონივრულობის ფარგლებში შეემატოს დიდი თუ პატარა ჰიდრო ენერგეტიკული პროექტები,“ - აღნიშნა ლაშა იორდანიშვილმა.