ამერიკელი ქალი, 11 წლის განმავლობაში, მუცლით ნემსსა და ძაფს დაატარებდა

ამერიკელი ქალი

ამერიკელ ქალს 11 წლის განმავლობაში წარმოდგენაც კი არ ჰქონდა იმაზე, რომ მუცლით ნემსსა და ძაფს დაატარებდა.

ამ დროის განმავლობაში მარია ფორეროს მუცლის არეშ ყრუ ტკივილი მუდმივად აწუხებდა, თუმცა, ამისთვის დიდი ყურადღება არ მიუქცევია.  ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

ყველაფერი მას შემდეგ გაირკვა, რაც ერთ დღეს  მარიას გაუსაძლისი ტკივილი დაეწყო და ექიმთან მისვლა გადაწყვიტა. 

რენტგენის გადაღების შემდეგ სამედიცინო სფეროს სპეციალისტებმა აღმოაჩინეს, რომ ქალის მუცელში ნემსი და ძაფი იყო ჩარჩენილი. როგორც აღმოჩნდა, ქალის სხეულში ნემსი და ძაფი  წლების წინ, ჭრილობის გაკერვისას ექიმების უყურადღებობის შედეგად ჩარჩა.