ლატვიის 24 წლის მოქალაქე, რომელსაც ოჯახი თბილისში ეძებდა, უვნებლად იპოვეს
1771486726
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) თბილისის საკოორდინაციო ოფისის კოორდინატორს სალიჰ ოზერსშეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა სოფლის მეურნეობის მიმართულებით თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.
„TİKA-სთან პარტნიორობა დარგის განვითარებისა და თანამედროვე მიდგომების დანერგვისთვის მნიშვნელოვანია; თანამშრომლობა ხელს შეუწყობს გამოცდილების გაზიარებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებას“, - განაცხადა ლაშა დოლიძემ.
„მოხარული ვარ, რომ საქართველოში სოფლის მეურნეობა ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად არის განსაზღვრული. აღნიშნული გარემოება მყარ საფუძველს ქმნის, რომ ორ მხარეს შორის ამ მიმართულებით თანამშრომლობა ეფექტიანად განვითარდეს“, - განაცხადა სალიჰ ოზერმა.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ფიტოსანიტარიის, აკვაკულტურის, სამეცნიერო-კვლევითი და კლიმატგონივრული სოფლის მეურნეობის მიმართულებით გამოცდილების გაზიარებისა და თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებს.