მოძრაობა 6 დღით იზღუდება - თბილისის მერია მძღოლებს აფრთხილებს
1771351446
ბაჩიაშვილს საპროცესო შეთანხმებისკენ განაჩენების დადგომამდე მოუწოდებდნენ, როცა დარწმუნდა, რომ ქართულ მართლმსაჯულებას ვერავითარი გარე ჩარევა აზრს ვერ შეაცვლევინებდა, პირველ შეთავაზებას გაჰყვა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, დაუჯერებელია, რომ ბაჩიაშვილს საპროცესო შეთანხმება აიძულეს.
„კანონმდებლობაში საპროცესო შეთანხმება იყო და დღესაც არის. მას საპროცესო შეთანხმებისკენ განაჩენების დადგომამდე მოუწოდებდნენ. მაშინ მან ჩათვალა, რომ ქართულ მართლმსაჯულებაზე გარედან შესაძლებელი იყო ისეთი ზეგავლენების მოხდენა, რომ მის მიმართ ასეთი განაჩენი არ დადგებოდა. როცა დარწმუნდა, რომ ქართულ მართლმსაჯულებას ვერავითარი გარე ჩარევა აზრს ვერ შეაცვლევინებდა და დანაშაულზე ვერ ათქმევინებდა, რომ დანაშაული არ მომხდარა, ეტყობა, ეს ყველაფერი გაიაზრა და პირველ შეთავაზებას გაჰყვა. სასურველი იყო, ეს ყველაფერი მანამდე გაეაზრებინა და ეს ნაბიჯები მაშინ გადაედგა, როცა საპროცესო შეთანხმებას სთავაზობდნენ. შეთანხმება როგორ აიძულეს, აწამებდნენ? ეს დაუჯერებელია და ასეთი რამ არ ხდება. წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა ადამიანებს ციხეში აუტანელ პირობებში ამყოფებდნენ და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს ჰქონდა ადგილი. ახლა ასე არ არის“, – განაცხადა თენგიზ შარმანაშვილმა.
„თანაინვესტირების ფონდის“ ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს საპროცესო შეთანხმება გაუფორმდა და პატიმრობიდან გათავისუფლდა.