საბერძნეთში, 150 კოვიდით გარდაცვლილის ექსჰუმაციას გეგმავენ - როგორც აღმოჩნდა, გვამები არ იხრწნება
1771447786
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ქმნის ონლაინპორტალს, რომელიც ევროპასა და სხვა ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანებს საშუალებას მისცემს, მათი მთავრობების მიერ აკრძალული კონტენტი ნახონ.
ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს. წყაროების ცნობით, მასალები ვებგვერდ freedom.gov-ზე განთავსდება.
ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ოფიციალურმა პირებმა განიხილეს ვირტუალური კერძო ქსელის შექმნა, სადაც მომხმარებლის აქტივობაზე თვალყურის დევნება არ დაფიქსირდება.
„როიტერის“ ცნობით, პროექტი, რომელსაც აშშ-ის საზოგადოებრივი დიპლომატიის მდივანი სარა როჯერსი ხელმძღვანელობს, გასულ კვირას მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე უნდა წარდგენილიყო, თუმცა გადაიდო.
სააგენტო ასევე იუწყება, რომ „პროექტმა შესაძლოა, კიდევ უფრო დაძაბოს ტრამპის ადმინისტრაციასა და ევროპაში აშშ-ის ტრადიციულ მოკავშირეებს შორის ურთიერთობები, რომელიც ვაჭრობასთან დაკავშირებული დავების, უკრაინაში ომისა და პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ გრენლანდიაზე კონტროლის დამყარების მცდელობის გამო ბოლო დროს ისედაც დაძაბულია“.
გამოცემის შეფასებით, ევროპის მიდგომა სიტყვის თავისუფლების მიმართ განსხვავდება აშშ-სგან, სადაც კონსტიტუცია, პრაქტიკულად, ყველა გამოხატვის უფლებას იცავს.
„როიტერის“ ინფორმაციით, აშშ-ის ოფიციალური პირები ხშირად გმობენ ევროკავშირის პოლიტიკას, რომელიც, მათი თქმით, თრგუნავს მემარჯვენე პოლიტიკოსებს, მათ შორის რუმინეთში, გერმანიაში, საფრანგეთში, და აცხადებენ, რომ სიტყვის თავისუფლებას ზღუდავს ისეთი წესები, როგორიცაა ევროკავშირის ციფრული სერვისებისა და ბრიტანეთის ონლაინუსაფრთხოების აქტი.