ბირთვული და რადიაქტიური ნივთიერების უკანონოდ შეძენისას, ქუთაისში, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქეა დაკავებული - სუსი

სუსი

"ბირთვული და რადიაქტიური ნივთიერების უკანონოდ შეძენისას, ქუთაისში, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქეა დაკავებული", - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პირველმა მოადგილემ, უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ლაშა მაღრაძის თქმით, დაკავებულები გეგმავდნენ ბირთვული მასალა ურანისა და რადიოაქტიური ნივთიერება "ცეზიუმ 137"-ის უკანონოდ შეძენას 3 მილიონ აშშ დოლარად და მის უკანონოდ ტრანსპორტირებას სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე.

"დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად, უცხო ქვეყნის მოქალაქეები, ბოლო კვირების განმავლობაში პერმანენტულად ჩამოდიოდნენ საქართველოში და აქტიურად იყენებდნენ დაკავებული ბირმული მასალისა და რადიო აქტიური მასალების შეძენა ტრანსპორტირებისთვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად", - განაცხადა ლაშა მაღრაძემ.

"ოპერატიული ინფორმაციის დამუშავების შედეგად, ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების უკანონო შეძენის მცდელობისას, ქუთაისში, უცხო ქვეყნის ორი მოქალაქეა დაკავებული, რომლებიც გეგმავდნენ ბირთვული მასალა ურანისა და რადიოაქტიური ნივთიერება ცეზიუმ 137-ის უკანონო შეძენას სამ მილიონ აშშ დოლარად და მის უკანონო ტრანსპორტირებას სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე.

დანაშაულებრივი გეგმის განსახორციელებლად უცხო ქვეყნის მოქალაქეები ბოლო კვირების განმავლობაში პერმანენტულად ჩამოდიოდნენ საქართველოში და აქტიურად იყვნენ დაკავებული ბირთვული მასალისა და რადიოაქტიური ნივთიერების შეძენა/ტრასპორტირებისთვის ხელსაყრელი პირობების შესაქმნელად.

საზოგადოებას განვუმარტავთ, რომ, როგორც წესი, ზემოთ აღნიშნული ნივთიერებები გამოიყენება სხვადასხვა დანაშაულებრივი, მათ შორის, ტერორისტული მიზნებისთვის.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-230-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს", - აღნიშნა ლაშა მაღრაძემ.