ლაშა ბასლანძე „ქართული ოცნების“ ღონისძიებაზე: ჩემი მთავარი სათქმელი არის მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ

ლაშა ბასლანძე

ჩემი მთავარი სათქმელი არის მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით ევროპისკენ, - განუცხადა „ქრონიკას“ პროდიუსერმა ლაშა ბასლანძემ „ქართული ოცნების“ ღონისძიებასთან დაკავშირებით.

„გვინდა დავანახოთ მთელ მსოფლიოს ხალხი სად დგას, ხალხს რა უნდა და ხალხს რომ მშვიდობა უნდა. მშვიდობის გარეშე არაფერი იქნება. ამიტომაც, ბოლომდე დავიცავთ მშვიდობას“, - აღნიშნა ლაშა ბასლანძემ.