მოძრაობა 6 დღით იზღუდება - თბილისის მერია მძღოლებს აფრთხილებს
1771351446
„ევროპელი სოციალისტები“ გამოვდივართ ინიციატივით, რომ სახელმწიფოში შეიქმნას ფარმაცევტული ქარხანა, რომელიც მედიკამენტებს გამოუშვებს. მედიკამენტები უნდა იყოს ხარისხიანი და უსაფრთხო, – ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროპელი სოციალისტების“ თავმჯდომარემ ლადო ბოჟაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს მიერ შექმნილი მედიკამენტები მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი იყოს.
„მედიკამენტებზე არსებული ფასები განსაკუთრებით მტკივნეულია. მიუხედავად იმისა, რომ რეფერენტული ფასები 7 000-ზე მეტ მედიკამენტზე გვაქვს, ყველაზე მწვავედ მოსახლეობას სწორედ წამლების გაზრდილი ფასები აწუხებს. ამიტომ „ევროპელი სოციალისტები“ ინიციატივით გამოვდივართ, რომ სახელმწიფოში ფარმაცევტული ქარხანა შეიქმნას, რომელიც მედიკამენტებს გამოუშვებს. რა თქმა უნდა, მედიკამენტები უნდა იყოს ხარისხიანი, უსაფრთხო, ეფექტიანი და ხელმისაწვდომი. სახელმწიფოს ამოცანა მოგებაზე ორიენტირება არ იქნება და ჩვენი მოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი ფასები იქნება. ჩვენი ინიციატივა არ გულისხმობს სააფთიაქო ქსელის შექმნას, არამედ მხოლოდ მედიკამენტების წარმოებას სახელმწიფოს გარანტიით ხარისხზე პასუხისმგებლობით. რა თქმა უნდა, ყველა სააფთიაქო ქსელი ვალდებული იქნება, ასეთი მედიკამენტებისთვის ცალკე გამოყოს ადგილი, სადაც ფასს სახელმწიფო განსაზღვრავს. შესაძლებელია, ქსელებმა გარკვეული ფასნამატი ასევე სახელმწიფოსთან შეთანხმებით დაამატონ, რაც შეიძლება ოპერირების ხარჯებს უკავშირდებოდეს, თუმცა მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს მიერ შექმნილი მედიკამენტები ჩვენი თანამოქალაქეებისთვის ხელმისაწვდომი იყოს“, – განაცხადა ლადო ბოჟაძემ.