1771355340
გიორგი ვოლსკი ისრაელის ელჩს შეხვდა
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ საქართველოში ისრაელის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ვალიდ აბუ ჰაიასთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.
მხარეებმა საქართველოსა და ისრაელს შორის არსებული პარტნიორული ურთიერთობები და სხვადასხვა მიმართულებით თანამშრომლობის პერსპექტივები განიხილეს.
განხილვის ერთ-ერთ თემას ისრაელსა და საქართველოს ირგვლივ არსებული უსაფრთხოების გარემო წარმოადგენდა. საუბარი შეეხო როგორც მსოფლიოში არსებულ გამოწვევებს, ასევე ახლო აღმოსავლეთსა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში შექმნილ ვითარებას. ყურადღება დაეთმო ორ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს.











