9 დღის განმავლობაში დედამიწა მისტიკურ სიგნალს იღებდა - რა დაადგინეს მეცნიერებმა?
1757795049
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, მიხეილ სარჯველაძე ფიქრობს, რომ ბრალდებული და მსჯავდებული მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესსაც პოლიტიკური განცხადებებისთვის გამოიყენებს.
„პირადად მე მოლოდინი მაქვს, რომ კვლავ იქნება მცდელობა, სასამართლო და ეს სამართლებრივი საკითხი რაღაც პოლიტიკური განცხადებების გასაკეთებლად და პოლიტიკური დადგმებისთვის გამოიყენოს და არა - საკითხზე მსჯელობისთვის. არ მგონია, რომ საკითხზე მსჯელობა განსასჯელის ინტერესებში მაინცდამაინც შედიოდეს“, - აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლო მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეს განიხილავს. პროცესს ბრალდებულიც დაესწრება.