კორონავირუსით ინფიცირებული „ნაცმოძრაობის“ დეპუტატი მიკროავტობუსით ბაკურიანში გაემგზავრა

ნაციონალური მოძრაობა

ქობულეთში იზოლაციის წესების დარღვევის ფაქტი დაფიქსირდა. ვირუსზე მიღებული დადებითი პასუხის მიუხედავად,  „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატი, დავით ოქროპირიძე სამთო კურორტზე, ბაკურიანში სამგზავრო მიკროავტობუსით გაემგზავრა.

ინფორმაცია ცნობილი გახდა შსს-სთვის, რის გამოც, მიკროავტობუსი ამ დროისათვის რიკოთის უღელტეხილზეა გაჩერებული.

ამ ეტაპზე, ადგილზე სპეცმანქანას ელოდებიან, რითაც ინფიცირებულს შესაბამის დაწესებულებაში გადაიყვანენ. მომხდარმა სამარშრუტო ტაქსის მგზავრებში ვნებათაღელვა გამოიწვია.