1 დეკემბრიდან მძღოლებისთვის ახალი წესები ამოქმედდება
1732391558
„ჩვენ ვამბობდით, რომ საქართველოს სულ მცირე აგრესიულ, საომარ ვერბალურ პოლიტიკასა და პროცესში ჩართვა გახლდათ მიზანი ამ კოორდინირებული ძალისხმევისა",- ამის შესახებ კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა განაცხადა.
"რასაკვირველია, ამ ძალისხმევის მთავარი მიზანი გახლდათ, საქართველოში ამტყდარიყო ომი. ეს ასე ვერ მოხდა, ასე ვერ მოხდება, ვინაიდან ჩვენ არ ვართ ის ადამიანები, რომლებიც უნდათ, რომ ვიყოთ. სამწუხაროდ, ამ კოორდინირებულ ძალისხმევაში ჩართული აღმოჩნდა უკრაინული მხარე, ხოლო საქართველოში „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც უკრაინაშიც მყარად აქვს ფესვები გადგმული“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველმა ალექსეი არესტოვიჩმა „ამერიკის ხმასთან“ განაცხადა:
„საქართველოს მთავრობას აქვს ისტორიული შესაძლებლობა, დაიკავოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. იქ რუსული ჯარი არ დარჩა, ყველა გაიყვანეს. ისინი მთელი მსოფლიოს მხარდაჭერას და უკრაინის მხარდაჭერას მიიღებდნენ“.