1740388520
კონსტიტუცია არის დემოკრატიის სიმბოლო, რომელიც შეგვახსენებს, რომ სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი, სწორედ ამ სიტყვებს იპოვით საქართველოს კონსტიტუციაში - აშშ-ის საელჩო

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოს კონსტიტუციის დღეს ულოცავს.
„ჩვენ, ხალხი" - ამ სიტყვებით იწყება შეერთებული შტატების კონსტიტუცია, რომელიც ძალაუფლებას აძლევს ჩვენს მოქალაქეებს და ჩვენს ქვეყანას - მიმართულებას. ჩვენთვის კონსტიტუცია დოკუმენტზე მეტია, ის არის დემოკრატიის სიმბოლო, რომელიც შეგვახსენებს, რომ „სახელმწიფო ხელისუფლების წყაროა ხალხი“ - სწორედ ამ სიტყვებს იპოვით საქართველოს კონსტიტუციაში.
დღეს საქართველოს კონსტიტუციის, ქვეყნის უზენაესი კანონის მიღების დღეა. გილოცავთ!“, - აღნიშნულია მილოცვაში.
კონსტიტუციის დღედ საქართველოში 24 აგვისტოა დაწესებული. 1995 წლის 24 აგვისტოს პარლამენტის იმდროინდელმა შემადგენლობამ ქვეყნის უზენაესი კანონი მიიღო. კონსტიტუცია ძალაში 1995 წლის ახლად არჩეული პარლამენტის უფლებამოსილების ცნობის დღიდან შევიდა.