კობა კობალაძე ჰააგაში ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

კობა კობალაძე ჰააგაში ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო

ნიდერლანდების სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, ნიდერლანდების ვეტერანთა ინსტიტუტის დირექტორთან, ბრიგადის გენერალ პოლ ჰოფსლოტთან ერთად, ქალაქ ჰააგაში ვეტერანთა დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრო.

ნიდერლანდებში, ვეტერანთა დღე, ყოველწლიურად, ივნისის ბოლო შაბათს აღინიშნება. ოფიციალურ ცერემონიას, ნიდერლანდელ ვეტერანებთან ერთად, ტრადიციულად დაესწრნენ ნიდერლანდების მეფე, სამეფო კარის წარმომადგენლები, ქვეყნის პრემიერ-მინისტრი, უმაღლესი სამხედრო პირები და მთავრობის წევრები.  

ღონისძიების დასრულების შემდეგ, კობა კობალაძე, გენერალ პოლ ჰოფსლოტთან, ასევე, ნიდერლანდების ვეტერანთა ინსტიტუტის, პოლონეთის ვეტერანთა სახელმწიფო სამსახურისა და გერმანიის, ბუნდესვერის ვეტერანთა ბიუროს წარმომადგენლებთან ერთად, ნიდერლანდების სამეფოში საქართველოს საელჩოს ესტუმრნენ, სადაც საელჩოს წარმომადგენლებს შეხვდნენ.

შეხვედრის ფარგლებში, მხარეებმა, თანამშრომლობის გაღრმავებასა და ერთობლივი პროექტების განხორციელებაზე ისაუბრეს.  

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, ნიდერლანდებში, ვეტერანთა ინსტიტუტის ოფიციალური მიწვევით იმყოფება.

დელეგაციის შემადგენლობაში, ასევე, არიან ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის პროტოკოლისა და საერთაშორისო ურთიერთობების განყოფილების უფროსი, მარიამ ადამაშვილი და მოხალისეთა ორგანიზაციის -ა(ა)იპ “ ახალგაზრდობა და ვეტერანები ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოებისთვის“ დირექტორი, ედუარდ ჯიშკარიანი.