დააკავეს „კანონიერი ქურდი“, რომელსაც 18 წლის განმავლობაში ეძებდნენ
1782508333
სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორი გიორგი პატარიძე ელენე ხოშტარიას შესახებ თემას გამოეხმაურა. მისი თქმით, პარასკევს ელენე ხოშტარიასთან ექიმის ვიზიტის შემდეგ შეთავაზებული იქნა მსჯავრდებულის პირადი ექიმის და სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელთან შეხვედრა, თუმცა ეს შეხვედრა ორშაბათამდე მსჯავრდებულის ექიმის მაკა იოსელიანის სურვილით გადაიდო.
„მე კიდევ ერთხელ,კიდევ ერთხელ თქვენი ეთერის საშუალებით მინდა ვისარგებლო და მივმართო ქალბატონ მაკა იოსელიანს, მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას ექიმს: მზად ვარ, ნებისმიერ დღეს, ნებისმიერ დროს, შევხვდე მას და რეალური დინამიკა მივცეთ ამ პროცესს. მინდა, შევხვდე ექიმს, გავცვალოთ პოზიციები, ჩვენც გვაქვს საკმაოდ საინტერესო, როგორც ლაბორატორიული ანალიზის პასუხები, ასევე, კიდევ სხვადასხვა დეტალები. გვინდა ექიმთან გავიაროთ, იმიტომ რომ ეს ადამიანი არის მსჯავრდებულ ელენე ხოშტარიას ნდობით აღჭურვილი პირი.
ჩვენ ყველანაირი უფლება გვაქვს, რომ ამ ადამიანთან გავიაროთ საკმაოდ ისეთი დეტალები, მათ შორის, პერსონალური მონაცემები. მე პირადად მქონდა სურვილი, რომ შევხვედროდი მაკა იოსელიანს, გამევლო ყველანაირი საკითხი ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობასთან დაკავშირებით და, შესაბამისად, შემდეგ უკვე დაგვეგეგმა სამომავლო მკურნალობის ტაქტიკა. მე მაქსიმალურად., წინა ჯერზეც თავი შევიკავე და ვთქვი, რომ თავს შევიკავებ დამატებითი კომენტარების გაკეთებისგან…. ეს ადამიანი არის მსჯავრდებული, ჩვენ ვართ პენიტენციური სამსახური, შესაბამისად, მე მგონი ამით უკვე ყველაფერი ნათელი არის, რომ არ მინდა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ გავაკეთო დამატებითი კომენტარები, თუნდაც აი ამ ექვსთვიან, ასე ვთქვათ, პროცესთან დაკავშირებით, რასაც თქვენ აღნიშნავთ, გამომდინარე იქიდან, რომ დამიჯერეთ, ეს მის ინტერესებზე უფრო ძალიან ცუდად იმოქმედებს”,-განაცხადა გიორგი პატარიძემ.