ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა დღეს, 11:00 საათიდან განახლდება

საკონსტიტუციო სასამართლო

 ხუთი ოპოზიციური პარტიის არაკონსტიტუციურად ცნობასთან დაკავშირებით სასამართლო სხდომა დღეს, 11:00 საათიდან განახლდება. პროცესი „კოალიცია ცვლილებისთვის“ წარმომადგენლების ახსნა-განმარტებით გაგრძელდება.

გუშინ სასამართლო პროცესზე ნაციონალურ მოძრაობას მოუსმინეს. განხილვა პოლიტიკური განცხადებების ფონზე წარიმართა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ამტკიცებდნენ, რომ მათი მმართველობის პერიოდში სისტემური ძალადობა და პატიმართა წამება არ არსებობდა, ხოლო გახმაურებული საქმეები მხოლოდ ცალკეული გადაცდომები იყო.

„ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ სასამართლოში გაჟღერებული თითოეული განცხადება ტყუილი და მანიპულაცია იყო. პროცესის დასრულების შემდეგ, „ნაცმოძრაობის“ სიცრუის სერია მოსარჩელე მხარიდან არჩილ გორდულაძემ საგანგებო ბრიფინგზე ამხილა.

✕