ხმა მივეცი მშვიდობას, სიმართლეს, ჩვენს სამშობლოს და ერთიან საქართველოს - აჩიკო ბერიძე

ბერიძე

მინდა მთელს ქვეყანას ვუსურვო მშვიდობა, წარმატებები და გამარჯვება ჩვენს ქვეყანას, - განაცხადა „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ბათუმისა და ხელვაჩაურის დელეგატობის კანდიდატმა საქართველოს პარლამენტში აჩიკო ბერიძემ.

„ხმა მივეცი მშვიდობას, სიმართლეს, ჩვენს სამშობლოს და ერთიან საქართველოს“. აღნიშნა აჩიკო ბერიძემ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს.