დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
მიხეილ სააკაშვილი, შესაძლოა, სულ მალე საკნიდან კერძო კლინიკა „ვივა მედში“ გადაიყვანონ. ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ეკა ხერხეულიძემ სააკაშვილთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ექსპრეზიდენტი კერძო კლინიკა „ვივა მედში“ გადაყვანაზე უპირობოდ თანახმაა.
„ის თანახმა იყო, პირველივე შეთავაზებიდანვე გადასულიყო, რადგან ადამიანი რაციონალურად აფასებს საკუთარ მდგომარეობას, იცის, რომ ვითარება არის უკიდურესად კრიტიკული და ნებისმიერი დაკარგული საათი მის ჯანმრთელობაზე აისახება. გუშინ ადამიანების ნაწილმა ისე გაიგო, რომ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან წამოყენებული იყო ულტიმატუმი, ეს ასე არ გახლავთ. მან მიიჩნია, საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაცნობად მრავალსპექტრიანი ჩართულობა ყოფილიყო მნიშვნელოვანი, რათა გამჭვირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომი ყოფილიყო მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, ვინაიდან ადამიანების კატეგორია ეჭვქვეშ აყენებს მის ჯანმრთელობას. ახლა გახლავთ ის კონდიცია, რომ არც ერთ შემთხვევაში პოლიტიკურ სპეკულაციას, ვაჭრობას, ულტიმატუმებს, წინაპირობებს, ამ ფაქტებს ადგილი არ უნდა ჰქონდეს. მთავარია, დროზე მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა, ის არის თანახმა
ის ელოდება გადაყვანას და ითხოვს შემდეგს – კანონით გათვალისწინებული ყველა ის პირი, რომელიც ისედაც უფლებამოსილია, შევიდეს ხოლმე მოსანახულებლად, ძალაში რჩება, მაგრამ გასათვალისწინებელია ერთი ფაქტი, რომ მას სჭირდება დამხმარე ადამიანი, რომელიც განაპირობებს დახმარებას იმ საკითხებში, რაც პაციენტს სჭირდება. არსებობს ასეთი ტერმინი – თავმდგომი და ასეთ ვითარებაში, მიხეილ სააკაშვილი დედაზე უკეთესს სხვას ვერ მიიჩნევს.“, – განაცხადა ეკა ხერხეულიძემ.