"ეს იგივეა, მელამ რომ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანოს" - ირაკლი კობახიძე სააკაშვილისთვის თავდებში ჩაგდომაზე

თავმჯდომარე

"ეს იგივეა, მელამ რომ თავისი კუდი მოწმედ მოიყვანოს", - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ფრაქცია  „ნაციონალური მოძრაობის“ მიხეილ სააკაშვილისთვის თავდებში ჩადგომის ინიციატივით პარლამენტს მიმართავს.

„ნაცმოძრაობა“ პასუხისმგებლობას იღებს სააკაშვილზე, ნუ სასაცილოა, რბილად რომ ვთქვათ. მათი ბელადია სააკაშვილი, ეს ღიმილის მომგვრელია. გავიმეორებ, ეს არის სისტემა, რომელიც შეიცვალა რადიკალურად 2012 წლის შემდეგ. თქვენ იცით, რომ წლის განმავლობაში 150 პატიმარი კვდებოდა ციხეში. ეს მაჩვენებელი შემცირებულია 12-ჯერ. ყველა პატიმარი არის უზრუნველყოფილი სათანადო პირობებით. თქვენ რომ გადახედოთ სასჯელაღსრულების სისტემას, ალბათ,  ნახავთ ასეულობით პატიმარს, რომელთაც აქვთ იგივე ჯანმრთელობის მდგომარეობა, უფრო რთულიც ვიდრე სააკაშვილს, მაგრამ იგივე ომბუდსმენი ერთადერთი პატიმრითაა დაინტერესებული“, - განაცხადა კობახიძემ.