ხელისუფლების შეცვლის წინაპირობა არ არსებობს - შალვა პაპუაშვილი

shalva papuashvili

„ჩვენ ვნახეთ გუშინდელი კვლევებით, რომ მოსახლეობით თითქმის 70% მართალია უკრაინასთან დაკავშირებით, მაგრამ ესეც მაჩვენებელია, მხარს უჭერს ხელისუფლებას და სხვა მხრივაც ვხედავთ რამდენად მტკიცეა მხარდაჭერა მოსახლეობის მხრიდან, ამიტომ ხელისუფლების შეცვლის წინაპირობა არ არსებობს",- ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებას , რომ „ეს ხელისუფლება ამ გაზაფხულზე მოუსავლეთში წავა, ამის შემდეგ უნდა შექმნას ეროვნული თანხმობის მთავრობა“.

"ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერები, მათ შორის, საერთაშორისო მედიებში ჩართვისას, აცხადებდნენ, რომ მათი მიზანი ხელისუფლებიდან „ქართული ოცნების“ ჩამოცილებაა. არჩევნები არის 2024 წელს და მოემზადონ 2024 წლისთვის. მანამდე, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი მხოლოდ არეულობისთვის არის გამიზნული. ს

ამწუხაროდ, „ნაციონალური მოძრაობა“ არის ჩაკეტილი წრეში, თავისი თავი და თავისი მომხრეები ჩაკეტილი ჰყავს წრეში, ვერ გამოდიან და არ აღიარებენ ერთ მარტივ ჭეშმარიტებას - მათ საქართველოს მოსახლეობამ მიანიჭა ოპოზიციის როლი და ამ ოპოზიციის როლიდან უნდა შეეცადონ, რომ ხელისუფლების ნაწილი იყონ და არა პირიქით, რომ უარყონ ეს როლი და აბსოლუტური ძალაუფლებისკენ ისწრაფოდნენ“, - განაცხადა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომ „თუ ოპოზიცია აქტიური იქნება, ამ ხელისუფლებას, ამ ფორმით, მაქსიმუმ, თვე-ნახევარი დარჩა, ეს ხელისუფლება ამ გაზაფხულზე მოუსავლეთში წავა“.