1775124735
„ხელისუფლებამ რომ ვთქვათ, არ მოგვწონს რომელიღაცა ტელევიზია და როგორც სააკაშვილი აკეთებდა, შევვარდეთ, დავხუროთ, ეს არის დემოკრატია?!“ - კახა კალაძე მედიისთვის სანქციების დაწესებაზე
თბილისის მერი, „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანი კახა კალაძე, „ღამის კურიერის“ ეთერში, დიდი ბრიტანეთის მიერ „იმედისა“ და POSTV-სთვის სანქციების დაწესებას კიდევ ერთხელ ეხმაურება და გადაწყვეტილებას სიტყვის თავისუფლების შეზღუდვად აფასებს.
„ეს ძალიან კარგია მაგალითია იმისა, რომ ეს ვითომ დემოკრატია, ვითომ სიტყვის თავისუფლება, ყველაფერი არის ფარსი, ბლეფი. ეს არის თავსმოხვეული ტყუილი. ვითომ რაღაც დემოკრატიულ სახელმწიფოებს აშენებენ, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვაა ეს ჩვეულებრივი. ჩვენ, ხელისუფლება, რომ ავდგეთ, ვთქვათ, არ მოგვწონს რომელიღაცა ტელევიზია და როგორც სააკაშვილი აკეთებდა, შევვარდეთ, დავხუროთ, ეს არის დემოკრატია?! ეს არის სიტყვის თავისუფლება?! ამ დამოკიდებულებას, ამ გადაწყვეტილებებს, რასაც ისინი აჟღერებენ, ქართველი ხალხი ხომ ხედავს, სულელები ხომ არ ვართ?! როდესაც საუბრობენ სიტყვის თავისუფლებაზე და მეორე ხელით, პირდაპირ ანგრევენ ამ ყველაფერს, ცხადია ყველაფერი,“ - აღნიშნა კახა კალაძემ.











