საქართველოს პრეზიდენტს სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ სამუშაო სადილზე უმასპინძლა

ყაველაშვილი

საქართველოს პრეზიდენტს, მიხეილ ყაველაშვილსა და თანმხლებ დელეგაციას, სლოვაკეთის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს თავმჯდომარემ, რიხარდ რაშიმ სამუშაო სადილზე უმასპინძლა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე ყურადღება საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივაზე გამახვილდა და აღინიშნა, რომ საქართველოსა და სლოვაკეთის ურთიერთობაში საკანონმდებლო ორგანოებს შორის თანამშრომლობას გამორჩეული ადგილი უჭირავს.

ამასთან, ხაზგასმით აღინიშნა ქართველ და სლოვაკ ხალხებს შორის ტრადიციულად არსებული მეგობრული კავშირი, მათი კულტურული სიახლოვე და საერთო ღირებულებები.

შეხვედრაზე მხარეებმა მიმოიხილეს მსოფლიოში მიმდინარე მოვლენები და ყურადღება გაამახვილეს ქვეყნების წინაშე არსებულ საერთო გეოპოლიტიკურ გამოწვევებზე.

საქართველოს პრეზიდენტმა საპატიო სტუმართა წიგნში ჩანაწერი გააკეთა.

შეხვედრას საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გიორგი ზურაბაშვილი, სლოვაკეთის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კონსტანტინე ქვაჩაკიძე და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.