1774682833
ისკო დასენი მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის წევრი, მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელი ისკო დასენი და ჯგუფის წევრები - მარიამ ლაშხი და გია ბენაშვილი მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის საქართველოს პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრებს შეხვდნენ.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებზე და საქართველოსა და მოლდოვას პარლამენტებს შორის თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს, მათ შორის, მეგობრობის ჯგუფების ფორმატში.
„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში ვიზიტად იმყოფება მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტის დელეგაცია. დარწმუნებული ვარ, ჩვენი დღევანდელი შეხვედრა ხელს შეუწყობს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების განმტკიცებას“, - განაცხადა შეხვედრის დასრულების შემდეგ მოლდოვას რესპუბლიკის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის ხელმძღვანელმა ისკო დასენმა.












