ხაზარაძემ იმდენი იცანცარა, ანაკლიის თემა ჰაერში გამოკიდა - სოფიო ხორგუანი

უფლებადამცველი

უფლებადამცველი სოფიო ხორგუანი  ქვეყნისთვის ანაკლიის პორტის მნიშვნელობაზე საუბრობს.

მისი თქმით, პოლიტიკურად მეტი  დატვირთვა ექნება თუ ამ პროექტის აშენების ვალდებულება საქართველოს კონსტიტუციაში ჩაიწერება.

„ანაკლიის პორტზე ვფიქრობ, კონსტიტუციაშიც რომ ჩავწერეთ მისი აშენების ვალდებულება. როგორც ბაქო-ჯეიჰანს, ამ პორტს ეკონომიკურზე მეტად პოლიტიკური დატვირთვა ჰქონდა (ეკონომისტმა ქობულიამ ეს ღიად თქვა, ბიზნეს გათვლები რომ ვერ იპოვა). ხაზარაძემ იმდენი იცანცარა, ეს თემა ჰაერში გამოკიდა. ახლა თუ კუჭავას ჩააბარებენ ამ პროექტს, მთავარია, ვინ იქნება ინვესტორი. ჩინეთი, კორეა, ინდოეთი, ვინმე ოფშორი თუ დასავლური კომპანია. ეს იქნება ლაკმუსის ქაღალდი, საით მივდივართ“, - წერს სოფიო ხორგუანი.