ზოდიაქოს 3 ნიშანი, რომლებიც ყველაზე ხშირად შორდებიან
1714146360
ის ხალხი, რომელიც განცხადებებს გვიქვეყნებს დღეს, რომ თქვენი დემოკრატიული არჩევნები სტანდარტებთან არ არის შესაბამისობაშიო, თავის ქვეყანაში იფარებს სისხლის სამართლის დამნაშავეს, ადამიანს, რომელმაც შექმნა ადამიანების წამების სისტემა,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, 21-ე საუკუნეში საქართველოში გულაგები იყო შექმნილი და ამ გულაგების შემქმნელი ჰყავთ უკრაინაში გენერალური პროკურორის რადარი და ევროკავშირში, ბრიუსელში სხვადასხვა კაბინეტში ხვდბიან მას და ესაუბრებიან.
„ზურაბ ადეიშვილს რა თავშესაფარი სჭირდება, კაცი უკრაინაში უმაღლეს თანამდებობაზეა. ეგეთი დევნილობა, როგორიც ზურაბ ადეიშვილს აქვს, ბევრისთვის სანატრელი იქნება. ადამიანი არის უმაღლეს თანამდებობაზე უკრაინაში, დადის მთელ ევროპაში. ადამიანზე არის განაჩენები და დღეს ციხეში უნდა იჯდეს. ის ხალხი, რომელიც განცხადებებს გვიქვეყნებს დღეს, რომ თქვენი დემოკრატიული არჩევნები სტანდარტებთან არ არის შესაბამისობაშიო, ზუსტად ის ხელმძღვანელები, რომლებიც დღეს კათედრიდან გვესაუბრებიან ავტორიტეტის პრეტენზიით, ზუსტად ეს ადამიანები თავის ქვეყანაში იფარებენ სისხლის სამართლის დამნაშავეს. ისეთ დამნაშავეებს კი არა, რომ ვიღაცამ წითელზე გაიარა. ადამიანს, რომელმაც შექმნა ადამიანების წამების სისტემა. 21-ე საუკუნეში საქართველოში გულაგები იყო შექმნილი და ამ გულაგების შემქმნელი ჰყავთ უკრაინაში გენერალური პროკურორის რადარი და ევროკავშირში, ბრიუსელში სხვა და სხვა კაბინეტებში იღებენ მას და ესაუბრებიან. როცა გულაგის შემოქმედთან საუბრობ და შეგიძლია მასთან სერიოზული ურთიერთობა გქონდეს, ეს რა თქმა უნდა, გაკარგვინებს შემდეგ მორალურ ავტორიტეტს, საქართველოსთან რაღაც სტანდარტებზე საუბარზე“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.