წმინდა დიდმოწამის, გიორგის სასწაული, რომელიც ახლო წარსულში მოხდა
1732308814
ამ განცხადებას კანონის უზენაესობასთან, დემოკრატიასთან, ადამიანის უფლებებთან საერთო არაფერი აქვს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებას.
„ნამდვილად არ გვჯერა ხაბეიშვილის და მელიას განცხადებების სააკაშვილთან მიმართებით. ეს არის ფარისევლობა და პოპულიზმი, რაც მათ შიდა არჩევნებში სჭირდებათ. ხაბეიშვილის ეს განცხადებაც იყო პოლიტიკური პოპულიზმი. მეორეს მხრივ, პირდაპირ გეტყვით, რომ ანარქისტული განცხადებაა, ვინაიდან თავდასხმა სახელმწიფოზე და ვიღაცის ძალით გამოხსნა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან არის შუასაუკუნეების განცხადება და კანონის უზენაესობასთან, დემოკრატიასთან, ადამიანის უფლებებთან საერთო არაფერი აქვს“, - განაცხადა თალაკვაძემ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ თუ საჭირო გახდა, მიხეილ სააკაშვილს ფიზიკურად გამოიხსნის.