პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
"სინამდვილეში არავინ ეკითხება კეზერაშვილს პოლიტიკაში დარჩენა-არდარჩენას. ის იღებს თავისუფალი მიმოსვლის გარანტიას სწორედ იმის სანაცვლოდ რომ აფინანსებს რადიკალურ ოპოზიციას საქართველოში. შესაბამისად, მისთვის ეს იძულებაც არის. მას არავითარი სვლაც არა აქვს. აქედან გამომდინარე, მისი ნებაც არ არის პოლიტიკაში დარჩენა-არდარჩენა. ეს არის დავალება,"-განაცხადა "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში "იმედი live".
როგორც კობახიძემ აღნიშნა, დავით კეზერაშვილი არის გლობალური ომის პარტიის აგენტი, რომელსაც აიძულებენ საქართველოში რევოლუციის დაფინანსებას.
"ის არის ერთ-ერთი უცხოელი აგენტი, შეიძლება იძულებით გახდა, შეიძლება თავისი ნებით არ ვიცი, მაგრამ იძულებაც იყო ამაში იმიტომ, რომ სხვანაირად ის ვერ ისარგებლებდა თავისუფალი მიმოსვლის საშუალებით. ის არის გლობალური ომის პარტიის აგენტი, რომელსაც აფინანსებინებენ საქართველოში ქაოსის და არეულობის მცდელობას. შესაბამისად, ეს არის მისი მთავარი მოტივაცია, რატომაც ის რჩება და უნდა დარჩეს ქართულ პოლიტიკაში. მას აიძულებენ დააფინანსოს რევოლუციის მცდელობა საქართველოში, ქაოსის, არეულობის გამოწვევის მცდელობა, მას არჩევანიც კი არა აქვს ამ კუთხით სინამდვილეში,"-განაცხადა კობახიძემ.
კითხვაზე, რამდენად გავლენიანები არიან კეზერაშვილის მფარველები, შეიძლება თუ არა მისი მფარველების გავლენამ გადაწონოს ასეთი რეზონანსული საქმე, კობახიძის განმარტებით, იქიდან გამომდინარე, თუ როგორ სარგებლობს კეზერაშვილი თავისუფალი მიმოსვლის საშუალებით, სწორედ აქედან ჩანს გავლენის ხარისხი.
„თქვენ ხედავთ რომ კეზერაშვილი დღეს სარგებლობს თავისუფალი მიმოსვლის საშუალებით არაერთ ქვეყანაში. აქედან ჩანს, რა თქმა უნდა, გავლენის ხარისხი. ეს ცალსახაა, შეიძლება ყველაფერი გადაწონოს. რაც არ უნდა გამოძიება ჩატარდეს. გერმანელი პროკურორები ადგენენ, რომ ეს ადამიანი იყო პირდაპირ კოორდინატორი იმ სქემისა, რომელთანაც დაკავშირებული იყო ევროპელი პენსიონერების ძარცვა, BBC-მ გაშიფრა ეს სქემა და ა.შ. მაგრამ, მეორე მხარეს გავლენა იმდენად დიდია, შეიძლება გადაწონოს ეს ყველაფერი, მათ შორის შეიძლება გადაწონოს გერმანელი პროკურორების ავტორიტეტი და ა.შ თუმცა, ვნახოთ როგორ გაგრძელდება ეს ყველაფერი. ზოგადად, გლობალური ომის პარტიაში ინტერესი იმისა, რომ კეზერაშვილმა განაგრძოს რადიკალური ოპოზიციის დაფინანსება საქართველოში დიდია. თუმცა, თუ ნახავენ დაფინანსების სხვა წყაროს, კეზერაშვილსაც მარტივად გაწირავენ,"- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.