პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
“თქვენი უტიფრობა უკვე ბოლო სტადიაა გაჯიქებული ადამიანისა, რამე თუ გვეუბნებით შემდეგ პარადოქსს - თურმე კეზერაშვილს აქვს იურიდიული პროცედურების უფლება, ხოლო ქართველ მოსამართლეებს არა”- წერს ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი, რითაც საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით კელი დეგნანის განცხადებას გამოეხმაურა. “ამერიკის ელჩად წოდებულს, აწ უკვე პენსიონერების მძარცველის ადვოკატ - ქალბატონ კელი დეგნანს. თქვენი უტიფრობა უკვე ბოლო სტადიაა გაჯიქებული ადამიანისა, რამეთუ გვეუბნებით შემდეგ პარადოქსს - თურმე კეზერაშვილს აქვს იურიდიული პროცედურების უფლება, ხოლო ქართველ მოსამართლეებს არა. თურმე კეზერას მძარცველობა სასამართლომ უნდა დაადგინოს და ქართველი მოსამართლეები კი ყოველგვარი მტკიცებულებების გარეშე ლაფში უნდა ამოსვაროთ? იქნებ კარგად დაფიქრდეთ ხოლმე რას ამბობთ, რა დღეში ხართ...”- წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.