„სანამ რამეს იტყვით, სანამ განსჯით ჩემს გზას...“ - რას წერდა შვილის მიერ მოკლული ნინო ხოჭოლავა
1733141966
დღეს საქართველოს სამუშაო ვიზიტით ილჰამ ალიევი ეწვევა. აღნიშნულ ფაქტს ანალიტიკოს, ამირან სალუქვაძე ეხმაურება.
„დღეს თბილისში აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ჩამოდის. კავკასიაში მიმდინარე პროცესების ფონზე, მნიშვნელოვანი ვიზიტია. ერთ ნიუანსს გავუსვამ ხაზს. ილჰამ ალიევი თბილისში ბოლოს 2015 წლის ოქტომბერში, ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერობის დროს იყო.მანამდე, იმავე წელს, ივნისში, ღარიბაშვილი იყო ვიზიტით ბაქოში.
ასევე გავიხსენებ ღარიბაშვილის ვიზიტს ანქარაში, მედიაციას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის (ტყვეების და რუკების გაცვლა) და სხვა. დღევანდელ ადუღებულ მსოფლიოში, აქტიური სამეზობლო და რეგიონული პოლუტიკის წარმოება, სანდო და მეგობრული პირადი ურთიერთობების ჩამოყალიბება სამეზობლოში, მნიშვნელოვანია.