კატასტროფაა, როდესაც ევროკავშირის საელჩო აფინანსებს აქციებს, სადაც მოწოდება გაისმა ხელისუფლების დამხობის. „რა შევუკვეთეთ და რა ჩამოგვივიდა“ - შევუკვეთეთ ევროპული ღირებულებები და ჩამოგვივიდა ევროპული ექსტრემიზმი - შალვა პაპუაშვილი

შალვა პაპუაშვილი

კატასტროფაა, როდესაც ევროკავშირის საელჩო აფინანსებს აქციებს, სადაც მოწოდება გაისმა ხელისუფლების დამხობის. „რა შევუკვეთეთ და რა ჩამოგვივიდა“ - ჩვენ შევუკვეთეთ ევროპული ღირებულებები და ჩამოგვივიდა ევროპული ექსტრემიზმი, - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, ის რაც გუშინ აქციაზე მოხდა არის ევროკავშირის პირდაპირი პასუხისმგებლობა.

„ჩვენ ვნახეთ გუშინ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული აქცია, რომელზეც საჯაროდ, პირდაპირ გაისმა მოწოდება ხელისუფლების დამხობის. ეს არის კატასტროფა, როდესაც ევროკავშირის საელჩო აფინანსებს აქციებს, სადაც მოწოდება გაისმა დამხობის, დასჯის, მებრძოლების გამოყვანის. ეს არის ის ჩიხი, სადაც მიიყვანეს საკუთარი თავი, მათ შორის ევროკავშირის საელჩომ საკუთარი ფარული დაფინანსებებით, რომელსაც ვერაფრით ვერ მივაღწიეთ, რომ ერთხელ მაინც თქვან ვის და რისთვის აფინანსებენ. ამიტომ, ახლა პასუხისმგებლობა არის სრულად ბრიუსელზე და მის საელჩოზე საქართველოში. ფაქტია და ეს პირდაპირ ხელისგულზე დევს, რომ ევროკავშირის დაფინანსებით ჩატარდა აქცია, სადაც ხელისუფლების დამხობაზე არის საუბარი. როგორ გადახარშავენ ამ მოცემულობას, რომ ევროკავშირის მოქალაქეების ფულით, სხვა ქვეყანაში ხელისუფლების დამხობას გეგმავენ ვიღაცები, ეს უკვე მათი პრობლემაა. ფაქტია, რომ აბსოლუტურად აცდენილი არის ბრიუსელი დღეს ყველანაირ გაგებას ევროპული ღირებულებისა და ჩვენც ვუყურებთ ამ ყველაფერს, რომ სამწუხაროდ, ექსტრემიზმი ფინანსდება ევროკავშირის ბიუჯეტიდან, ევროკავშირის მოქალაქეების ინტერესების საწინააღმდეგოდ. მართლაც გასაოცარია, „რა შევუკვეთეთ და რა ჩამოგვივიდა“. ჩვენ შევუკვეთეთ ევროპული ღირებულებები და ჩამოგვივიდა ევროპული ექსტრემიზმი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.