ქალი, რომელმაც 9/11 იწინასწარმეტყველა, 2025 წლის შესახებ საუბრობს - Daily Mail
1745097703
როდესაც ქონებები, ყველაფერი წაიღეს, არ ეყოთ. იქ ერთი ქუჩაა, ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის და ეს ქუჩა გადაკეტა ამ უნივერსიტეტმა და ქუჩა შიდა ეზოდ აქცია. სამაგიეროდ, ჩვენს უკანა ეზოზე გამოითხოვა სერვიტუტი და ვინ ეტყოდა უარს, სერვიტუტი დღესაც ადევს, - ამის შესახებ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის კანცლერმა, კარლო კოპალიანმა, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა, სადაც ტექნიკური უნივერსიტეტის ქონებრივი უფლებების ხელყოფის საქმე განიხილება.
კოპალიანის განცხადებით, საქართველოს უნივერსიტეტმა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის დედას, გიული ალასანიას ეკუთვნის, ტექნიკური უნივერსიტეტის 22 000 სტუდენტი სპორტული მოედნის გარეშე დატოვა და სტადიონზე ავტო პარკირება მოაწყო.
"მე ახლა მერიასთან ვმუშაობ [ამ თემაზე], ამ კომისიის დიდი იმედიც მაქვს. სპორტულ მოედანზე [საქართველოს უნივერსიტეტმა] მოაწყო პარკირებები. ფაქტობრივად, ჩვენი 22 000 სტუდენტი, სპორტული მოედნის გარეშეა. გვაქვს დახურული სტილის სამი სპორტული დარბაზი, მაგრამ, ყველა სტანდარტით აღჭურვილი სტადიონი ეს ერთი გვქონდა და ისიც მან წაიღო და მოაწყო ავტო პარკირება. პარკირებაზე კი ისე ვერ შედის, იყენებს ჩვენს ეზოს, რადგან, როგორც გითხარით, ქუჩა დაკეტა და შიდა ეზოდ აქცია. ჩვენ არ ვნებდებით და ვფიქრობ, როგორც სხვა საკითხები დაგვიყენებია მერიის წინაშე, ამ საკითხსაც დადებითად გადავჭრით." - განაცხადა კარლო კოპალიანმა.