კარლ ბილდტი „აიჭრა“, რადგან ღარიბაშვილმა ზუსტად მიზანში მოარტყა! - ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე

"ჩვეულებრივი კორუმპირებულ კაცია, რომელიც იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი მთავარი ლობისტი და წლების განმავლობაში ქვეყნის დაზიანებაზე აკეთა ფული", - ასე გამოეხმაურა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, კარლ ბილდტის მიერ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილზე დაწერილ „ტვიტს“.

„კარლ ბილდტი „აიჭრა“, იმიტომ რომ ღარიბაშვილმა ზუსტად მიზანში მოარტყა! ეს არის ჩვეულებრივი კორუმპირებული კაცი, რაც დადასტურებულია დოკუმენტურად. ჩვეულებრივი კორუმპირებული კაცია, რომელიც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი მთავარი ლობისტი იყო და ქვეყნის დაზიანებაზე აკეთა ფული წლების განმავლობაში. „ნაციონალური მოძრაობა“, როდესაც აქ სისხლიან რეჟიმს ამყარებდა და აუპატიურებდა ადამიანებს, მაშინ ფულის სანაცვლოდ კარლ ბილდტი ლობირებდა „ნაციონალური მოძრაობის“ სისხლიან რეჟიმს.

კორუმპირებული ხალხი არის საშიში და კარლ ბილდტიც იყო საფრთხე ჩვენი ქვეყნისთვის. ის პირდაპირ ლობირებდა „სისხლიან რეჟიმს“ ფულის სანაცვლოდ. კორუმპირებული კაცი, როცა სამარცხვინო რაღაცებს წერს, მას პასუხი უნდა გაეცეს, რომ ის არის კორუმპირებული“,- განაცხადა კობახიძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, კარლ ბილდტს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს ბიუჯეტიდან მილიონები აქვს წაღებული. პრემიერის აღნიშნულ განცხადებას შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, კარლ ბილდტი „ტვიტერზე“ გამოეხმაურა.

„ეს ბიჭი, მე ვსაუბრობ საქართველოს პრემიერ-მინისტრზე, რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარება. პარლამენტში გამოსვლისას ჩემი ცოლის დადანაშაულება საქართველოდან მილიონების ქურდობაში აჩვენებს, რომ ის რელსებიდან გავიდა. ის ტრაგედიაა ძალიან კარგი ქვეყნისთვის”,- წერს ბილდტი.