მიხეილ ყაველაშვილმა 613 მსჯავრდებული შეიწყალა
1737302050
ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ევროპის სახალხო პარტიის ყრილობას ეხმიანება, სადაც დონალდ ტუსკმა მიხეილ სააკაშვილის მიმართვა წაიკითხა.
მისი თქმით, ცოტა უცნაურია თუ უფრო სამარცხვინო, როდესაც ევროპის სახალხო პარტია თავის ყრილობაზე სააკაშვილის მიმართვას მწუხარებით კითხულობს და მის ცარიელ სკამს აჩვენებს.
„ცოტა უცნაურია თუ უფრო სამარცხვინო, როდესაც ევროპის სახალხო პარტია თავის ყრილობაზე სააკაშვილის მიმართვას მწუხარებით კითხულობს და მის ცარიელ სკამს აჩვენებს. კარგი იქნებოდა ასევე ხმამაღლა ეთქვათ, რომ ისინი არ ცნობენ სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს, აი იმ სასამართლოს რომელმაც საქართველოში გახმაურებელი გვირგვლიანის საქმის გამო სააკაშვილი დამნაშავედ ცნო!”- წერს ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.