კარგი იქნება, თუ „ნაცმოძრაობის“ საქმიანობა მარტო მაგიდაზე ახტომით არ შემოიფარგლება - ალეკო ელისაშვილი

პარტია „მოქალაქეების“ ლიდერი

"კარგია რომ ბრუნდებიან იმიტომ, რომ ის ბოიკოტი თავიდან ბოლომდე იყო ამაო",  - ასე აფასებს „მოქალაქეების“ ლიდერი ალეკო ელისაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას საპარლამენტო ბოიკოტის შეწყვეტის შესახებ.  

„ხელფასი რომ არ დაგექვითოს რომ მოდიხარ კომიტეტების სხდომების წინ, ხელს რომ აწერ და მერე ვითომ ბოიკოტში ხარ და არ შემოდიხარ, ესე იგი მუშაობა გეზარება. კარგი იქნება, თუ მათი საქმიანობა არ შემოიფარგლება მარტო მაგიდაზე ახტომით. ხალხის რეალურ პრობლემებზე თუ მოვახდენთ კონცენტრირებას, მათ შორის „ნაცმოძრაობაც“ და ვიმუშავებთ ამ პრობლემების მოგვარებაზე და არა მარტო იმაზე, რომ სააკაშვილი არის სადღაც გამოკეტილი, იქნება ძალიან კარგი“, - აცხადებს ელისაშვილი.

„ნაციონალური მოძრაობა“ საპარლამენტო ბოიკოტს წყვეტს.