1732386875
კახეთში აგვისტოს ომის გმირს, გიორგი ანწუხელიძეს პატივი მიაგეს
რუსეთ-საქართველოს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გიორგი ანწუხელიძის მემორიალთან, კახეთის გუბერნატორი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები მივიდნენ.
ირაკლი შიოშვილმა ეროვნული გმირის მშობლიურ სოფელ ქვემო ალვანში, გმირის სახელობის მემორიალი გვირგვინით და ყვავილებით შეამკო.
„ჩვენ ამაყები ვართ, რომ ასეთი მამაცი და სამშობლოზე შეყვარებული ბიჭი, სწორედ კახეთის შვილია. გიორგი ანწუხელიძე არის ჩვენი დაუმარცხებელობისა და ვაჟკაცობის სიმბოლო, მისი მაგალითი თაობებს კვებავს"- განაცხადა კახეთის გუბერნატორმა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურე, მე-4 ქვეითი ბრიგადის 41-ე ბატალიონის უმცროსი სერჟანტი, 24 წლის გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის აგვისტოში, რუსმა და ოსმა სამხედროებმა, ცხინვალში წამებით მოკლეს.
სიკვდილის შემდეგ, გიორგი ანწუხელიძეს საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა.