დააკვირდით ამ ციფრებს - რას ნიშნავს თქვენს პასპორტში მითითებული პირადი ნომერი
1732311895
ექსპერტი დავით ქართველიშვილი ომის დაწყების თარიღთან დაკავშირებით მიმართავს მათ, ვინც ფიქრობს რომ ომი თარიღი 8 აგვისტოა.
ქართველიშვილის თქმით, ჯობია სიმართლე ვთქვათ, რუსებმა რვაში უბრალოდ თავისი ბოროტი და ოკუპანტური სახე ბოლომდე აჩვენეს, ფართომასშტაბიანი და სრული შეტევა განახორციელეს.
„რუსები 7-შიც იყვნენ, 6-შიც და ხუთშიც. სულ ეგენი იყვნენ რეალურად, რაის სეპარატისტები. რვაში უბრალოდ აღარ დაფარეს და ბოლომდე ღიად წამოვიდნენ. ჩვენ შვიდს რომ მივაწვეთ, დაგვიდებენ მერე დოკუმენტებს და მაშინდელ ქართულ საინფორმაციოებს და უკაცრავად, მაგრამ წამოგვიცვამენ რუსები მაგ 7 რიცხვზე, მარტო რეზოლუცია ეყოფათ.
ამიტომ ჯობია, სიმართლე ვთქვათ, რომ წინა დღეებში კი, რა თქმა უნდა, იმათი ინტერვენცია იყო, რვაში უბრალოდ თავისი ბოროტი და ოკუპანტური სახე ბოლომდე აჩვენეს, ფართომასშტაბიანი და სრული შეტევა განახორციელეს. ამ დღეს იყო დიდი მსხვერპლიც და გლოვის დღესაც ამ დღეს აღვნიშნავთ“,- წერს ქართველიშვილი.