გიორგი მამარდაშვილი და ელენე ეპიტაშვილი მშობლები გახდნენ
1732304300
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 14 წელი გავიდა. საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მეუღლე, მაკა ჩიკვილაძე, ანწუხელიძის გმირულად გარდაცვალების ამბავს იხსენებს.
„უმძიმესი დღეა. აგვისტო როგორც კი იწყება, სული მიკანკალებს, ჩემთვის ორმაგად მძიმეა - აგვისტოში გიორგის დაბადების დღეცაა. 18 აგვისტოს ისევ ახლდება, იმავეს გავდივართ, რასაც 8 აგვისტოს. გიორგის გმირობა ყველამ იცის, ყველამ ნახა კადრები. გიორგი 24 წლისაც არ იყო, წამების დროს ჯერ კიდევ 23 წლის იყო“, - აცხადებს მაკა ჩიკვილაძე „ქრონიკასთან“.
უმცროსი სერჟანტი გიორგი ანწუხელიძე, 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, მოწინააღმდეგეს ტყვედ ჩაუვარდა. იგი წამების შემდეგ, ცხინვალის მეხუთე სკოლასთან, ძმათა სასაფლაოზე ცემით მოკლეს
გიორგი ანწუხელიძეს, 2013 წლის 15 აპრილს, საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიენიჭა. იგი ასევე დაჯილდოებულია, სიკვდილის შემდეგ, ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენით და საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უწყებრივი მედლით „სამშობლოსათვის თავდადებული“. 2013 წელს, „თუშების სადროშომ“ გიორგი ანწუხელიძეს „თუში სახალხო გმირის“ წოდება მიანიჭა. სოფელ ქვემო ალვანში გიორგი ანწუხელიძის მემორიალიც გაიხსნა. იმავე წლიდან, სერჟანტთა აკადემია გიორგი ანწუხელიძის სახელს ატარებს.