News Hub: გიორგი ისაკაძე - „ქართუ ბანკის“ გაკოტრების საქმის მთავარი როლის შემსრულებელი
1735226460
„სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის არ არის საქართველოს პრეზიდენტი და არ ემსახურება ქართულ სახელმწიფოს“, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე პრეზიდენტ ზურაბიშვილის მიერ სამართალდამცველებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას.
მისი თქმით, წარმოუდგენელია პრეზიდენტის მოწოდება არასრულწლოვანების მიმართაც, რომ მიმდინარე აქციებს შეუერთდნენ.
„ეს განცხადება, რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე, თუ ვინ არის სალომე ზურაბიშვილი. ეს არის ყველაფრისმკადრებელი ადამიანი. კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ის არ არის საქართველოს პრეზიდენტი. ის არ ემსახურება ქართულ სახელმწიფოს - ჩვეულებრივი დაქირავებული აგენტია, ემსახურება სხვა კონკრეტული, გარე ძალების ინტერესებს და პირველი ადამიანია, ვისაც სურვილი აქვს, ქვეყანაში მოხდეს დაპირისპირება, დაძაბულობა, სახელმწიფო გადატრიალება. რა თქმა უნდა, სამარცხვინოა მისი განცხადებები, თუნდაც ბავშვებთან მიმართებით, როდესაც მოუწოდებს სკოლებს, პატარა ბავშვებს, არასრულწლოვანებს, რომ გამოვიდნენ და ჩაერთონ ძალადობრივ აქციებში. წარმოგიდგენიათ ასეთი რამ? წარმოუდგენელია უბრალოდ, ამას აკეთებდეს ადამიანი, რომელსაც ჯერ კიდევ ჰქვია ქვეყნის პრეზიდენტი“, - განაცხადა კახა კალაძემ.