„გადავწყვიტე!...“ - შაქრო კალაშოვის ქალიშვილი მიმართვას ავრცელებს
1760817913
დედაქალაქის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციის მონაწილეების მხრიდან გზის გადაკეტვის მცდელობები ქვეყნის გარედან არის დაფინანსებული და წახალისებული.
როგორც მან დღეს ჟურნალისტების შეკითხვებზე საპასუხოდ აღნიშნა, მთავარია ის, რომ ვინც კანონის წინააღმდეგ წავა, შესაბამის პასუხს მიიღებს.
"ჩვეულებრივ დავალებას ასრულებენ და ფულს იღებენ ამაში, გარედან ხდება ამ ყველაფრის დაფინანსება, გარედან ხდება მითითებების მიცემა თუ როგორ უნდა იმოქმედონ და რა უნდა გააკეთონ. თქვენ იცით, რომ კანონი გამკაცრებულია - დამრღვევი პირველ ჯერზე იხდის ჯარიმას და რამდენიმედღიანი სასჯელია, ხოლო განმეორებით იგივე კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის შემთხვევაში, მაგალითად, თუ გადაკეტავს გზას, ეს კანონით განსაზღვრული სისხლის სამართლის დანაშაულია და მოჰყვება შესაბამისი რეაგირება", - განაცხადა კალაძემ.