„ამ სახლიდან 17 მიცვალებული გაასვენეს... უმეტესობა ბავშვი და ქალი იყო“ - ელაშვილების ოჯახის ტრაგედია
1760472917
დასკვნა რეალობას არის აცდენილი და არანაირ სიმართლეს არ შეესაბამება - რეალობა არის ის, რომ საქართველოს მოსახლეობამ კიდევ ერთხელ უთხრა „არა“ მოძალადეებს, აგენტურას ქვეყანაში და ქვეყნის მტრებს გარედან, - განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ მედიასთან „ევროპული პლატფორმა დემოკრატიული არჩევნებისთვის“ (EPDE) მიერ 4 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით დადებული კრიტიკული დასკვნის კომენტირებისას.
როგორც კახა კალაძემ აღნიშნა, ასეთი ტიპის დასკვნა გასაკვირი არ არის იმ ადამიანებისგან, რომლებიც ქვეყანაში პირველი გამყალბებლები არიან.
„რატომ გიკვირთ აღნიშნული დასკვნა, თქვენ თვითონ ჩამოთვალეთ ის ადამიანები, ვინც პირველი გამყალბებლები არიან ქვეყანაში და რომლებმაც საპარლამენტო არჩევნების დროს პირდაპირ ISFED -ის გაყალბებაში მიიღეს მონაწილეობა. რა გიკვირთ, რომ ამ ტიპის დასკვნას დებს?
რა თქმა უნდა, რეალობას არის აცდენილი და არანაირ სიმართლეს არ შეესაბამება“, - განუცხადა კახა კალაძემ ჟურნალისტებს.
მისი თქმით, სიმართლე არის ის, რომ საქართველოს მოსახლეობამ კიდევ ერთხელ უთხრა „არა“ მოძალადეებს, აგენტურას ქვეყანაში და ქვეყნის მტრებს გარედან.