ალექსანდრა პაიჭაძე დავით კოდუას მიმართავს
1760644247
აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, საკითხები, რომლებიც აზერბაიჯანსა და საფრანგეთს შორის გაუგებრობას იწვევდა, წარსულს ჩაბარდა.
ალიევმა ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საფრანგეთის ახალი ელჩისგან, სოფი ლაგუტისგან, რწმუნებათა სიგელების მიღების დროს განაცხადა.
აზერბაიჯანის ლიდერმა სიტყვით გამოსვლისას ახსენა კოპენჰაგენში საფრანგეთის პრეზიდენტთან გამართული შეხვედრა და აღნიშნა, რომ ამ მოლაპარაკებების შედეგად საკითხები, რომლებიც აზერბაიჯანსა და საფრანგეთს შორის გაუგებრობას იწვევდა, წარსულს ჩაბარდა.
ალიევმა ხაზი გაუსვა, რომ ორ ქვეყანას შორის დღის წესრიგის ახალი ეტაპი დაიწყო. ილჰამ ალიევმა ისაუბრა ორ ქვეყანას შორის უპირველეს ყოვლისა პიროვნული და ასევე საქმიანი კონტაქტების აღდგენისა და განვითარების აუცილებლობაზე, ასევე თანამშრომლობაზე კულტურის და ჰუმანიტარულ სფეროებში.
შეხვედრაზე ასევე ხაზი გაუსვეს აზერბაიჯანისა და საფრანგეთის წარმატებულ პარტნიორობას ენერგეტიკულ სფეროში, კერძოდ თანამშრომლობას ფრანგულ კომპანია „ტოტალთან“.