1734793091
კახა კალაძე: ჩვენ არც ურთიერთობა გვეშლება და არც მეგობრობა, თუმცა ქვეყნის შიდაპოლიტიკურ საქმეებში ჩაურევლობა პრინციპულად მნიშვნელოვანია
დედაქალაქის მერი კახა კალაძე განმარტავს, რომ საქართველოს ხელისუფლება მზადაა, მეგობრობისა და პარტნიორობისთვის, თუმცა ქვეყნებს შორის ურთიერთობები ორმხრივი უნდა იყოს. კახა კალაძემ აღნიშნა, რომ საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ყველაფერი დალაგდება.
„დარწმუნებული ვარ, არჩევნების შემდეგ ყველაფერი გადალაგდება, გადაიტვირთება და დამშვიდდება. წარმოუდგენელია ამ ფორმატით გაგრძელება. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ მზად ვართ პარტნიორობისთვის, მეგობრობისთვისაც. არც ურთიერთობა გვეშლება, არც მეგობრობა, არც ძმაკაცობა. ყველაფერი შეგვიძლია და ვიცით, ეს ყველაფერი როგორ უნდა გავაკეთოთ - ეს უნდა იყოს ორმხრივი. როდესაც ვსაუბროთ პარტნიორობაზე, ისე არ უნდა იყოს აღქმული, რომ ქვეყნის ინტერესების დათმობა მოგვიწიოს. ქვეყნის სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, თავისუფლება და შიდაპოლიტიკურ საქმეებში არჩარევა, ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა თბილისის მერმა.