როდის არ უნდა დავდგათ ნაძვის ხე - ეზოტერიკოსი რიცხვებს ასახელებს
1764793751
თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ბიძინა ივანიშვილისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ შეტევები გრძელდება. ამის შესახებ თბილისის მერმა ჟურნალისტებს განუცხადა.
კალაძე გამოეხმაურა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ევროპულ საქმეთა კომიტეტის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციას, რომელიც საფრანგეთის მთავრობას მოუწოდებს ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას.
მისივე განმარტებით, საზოგადოებამ კარგად იცის, რომ ივანიშვილისა და მისი ოჯახის შანტაჟი დღემდე მიმდინარეობს.
„ბიძინა ივანიშვილი ფორმალურადაც და არაფორმალურადაც დასანქცირებულია. ის შეტევები, რაც ამ ადამიანისა და მისი ოჯახის წინააღმდეგ ხორციელდება, ყველამ კარგად იცის. დღემდე მიმდინარეობს მისი შანტაჟი. ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია“, – განაცხადა კახა კალაძემ.