ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩა N34-თან მდებარე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა

სკვერი

ნაძალადევის რაიონში, ცოტნე დადიანის ქუჩა N34-თან მდებარე სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

პროექტის ფარგლებში, 5 500 კვ. მ ფართობზე გამწვანებისა და ინფრასტრუქტურული სამუშაოები შესრულდა.

ადგილზე დედაქალაქის მერი კახა კალაძე მოადგილე კახა აბულაძესთან ერთად იმყოფებოდა.

„ნაძალადევის რაიონში კიდევ ერთი კარგი პროექტი განხორციელდა. ტერიტორია სრულად მოწესრიგდა. დამონტაჟდა სარწყავი სისტემა და ღამის განათებები. მოეწყო სპორტული მოედანი, საბავშვო გასართობი სივრცე. ამ ტიპის პროექტების განხორციელებას მომავალშიც განვაგრძობთ. გვინდა, რომ თითოეულ უბანში შევიდეთ, ადგილობრივ მოსახლეობას სასიამოვნო გარემო რომ ჰქონდეს დასვენებისთვის, ვარჯიშისთვის და განტვირთვისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რეაბილიტირებული სკვერი თბილისის მერთან ერთად დაათვალიერეს ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ანდღულაძემ და საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა დავით ჭელიძემ.

ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.